უბედურ შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავარიაშეთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე გუშინ ღამით მოხდა.  გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალია. გარდაცვლილები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. ისინი სოფელ კოხში ცხოვრობდნენ.

“INFO ქობულეთის” ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.  ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.