აჭარის მთავრობა ქობულეთის ყოფილ ბავშვთა საავადმყოფოს შენობას 15 წლით ასხვისებს

შენობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2032 წლამდე პირობებიანი ელექტრონული აუქციონის წესით ასხვისებს.

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატა

რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაათვალიერა.

ქობულეთში სასწრაფოს ექიმებს ტრანსპორტირებაში OFF ROAD-ის წევრები ეხმარებიან

აჭარაში დიდთოვლობის გამო სასწრაფოს ექიმებს ტრანსპორტირებაში სამოყვარულო სპორტული კლუბის OFF ROAD-ის წევრები ეხმარებიან. 

აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

როგორც „INFO ქობულეთს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2015-2016 წლების სეზონისთვის მაღალი რისკ–ჯგუფების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწოდებულ იქნა 1551 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

შინმოვლა – პროგრამა, რომელსაც ქობულეთის გამგეობა 48,000 ლარით აფინასებს

2015 წელს შინმოვლის პროგრამაზე ქობულეთის გამგეობა ბიუჯეტიდან 48,000 ლარს დახარჯავს. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებს გაუწიოს სამედიცინო და სოციალური სერვის მომსახურეობა სახლის პირობებში.

ქობულეთის გამგეობა 22 550 ლარის მედიკამენტებს ყიდულობს

ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების შეძენისთვის ქობულეთის გამგეობა 22`550 ლარს დახარჯავს.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მალთაშუა დისკის პროტრუზიოს მკურნალობა დაიწყო

ნუკლეოპლასტიკის ჩატარების ტექნიკა მდგომარეობს შემდეგში: ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, დაზიანებული დისკის დონეზე მცირე ზომის კათეტერით შეჰყავთ ლაზერი მალთაშუა დისკის არეში, რისი მეშვეობითაც მცირდება მალთაშუა დისკის მოცულობა და ხდება სპინალური ნერვის დეკომპრესია ანუ განთავისუფლება.