”ქობულეთობის” ორგანიზებისთვის 27 999 ლარი დაიხარჯება

ქობულეთობა

ქობულეთობა 2015

აჭარისთვის დამახასიათებელი კერძები ქობულეთურად, ხელნაკეთი ნამუშევრები, ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები, გასართობი ღონისძიებები – მუნიციპალიტეტი ”ქობულეთობის” აღსანიშნავად ემზადება.

ღონისძიბას ქობულეთის გამგეობა მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს. პროგრამის თანახმად, იგეგმება ექსკურსიის მოწყობა 30 კაცზე, რისთვისაც ერთი მიკროავტობუსი იქნება დაქირავებული. მარშუტი კი ასე გამოიყურება: ქობულეთი, ისპანის ჭაობი, ციხისძირი, ბოტანიკური ბაღი და ბათუმი. ექსკურსიის ორგანიზებაში 500 ლარი დაიხარჯება.

 

სტუმრების დასახვედრად გამგეობა ასევე მაღალი კლასის კომფორტულ 7 მიკროავტობუსს დაიქირავებს 700ლარის ფარგლებში. დახვედრა ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, მათი ჩამოყვანა ქობულეთში და გაცილება იმავე მიმართულებით.

ღონისძიებაზე იქნება ერთი გიდი, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებს ფლობს. მისი მომსახურება 150 ლარით განისაზღვრა.

50 კაცზე კი სასაჩუქრე პაკეტებია გათვალისწინებული. ოფიციალური სტუმრებისთვის – მაღალხარისხიანი სუვენირები მოხატული იქნება ქობულეთის ხედით. საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან 1000 ლარი დაიხარჯება.

ღონისძიებისთვის გამგეობა 600 ლარს გადაუხდის 2 გოგონას და 8 ბიჭს, რომლებიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში მოემსახურებიან.

20 კაცზე დაიჯავშნება სასტუმრო. ოფიციალური სტუმრებისთვის ნომრები უნდა იყოს – ზღვისპირა ხედით, ლიფტით, საუზმითა და სადილით უზრუნველყოფილი, სრული 3 დღე. მათი დაბინავება ქობულეთის გამგეობას 3 600 ლარი უჯდება.

ღია ცის ქვეშ სტუმრებისთვის გაიშლება სუფრაც, სადაც ქართული ტრადიციული კერძები იქნება წარმოდგენილი.

დღის ბოლოს კი დაგეგმილია 110 პერსონაზე ვახშამი. რისთვისაც  1 930 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  დარბაზი სადაც ვახშამი იქნება დაგეგმლი უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი ავტოსადგომი, მისაღები დარბაზი, ლიფტი, დარბაზი უნდა იყოს აღჭურვილი კომფორტული მაგიდითა და რბილი სკამებით, საცეკვაო სცენითა და თანამედროვე განათებით, მინი საკონცერტო სცენით, საბანკეტო დარბაზი უნდა მდებარეობდეს ზღვის პირველ ზოლში.

პატარებისთვის ზღაპრის გმირები, ფოტო – გამოფენები, ბუშტების გირლიანდა და ბავშთა გასართობი პროგრამები დღესასწაულის შემადგენელი ნაწილია.

გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სულ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ინდ. მეწარმე დიანა ვასაძე და შპს ”განვითარების ცენტრი”, საიდანაც ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

“ქობულეთობა” –  სეზონის გახსნა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იგეგმება.

ღონისძიების პროგრამა და ბიუჯეტი

ქობულეთობა

ქობულეთობა 2015

ქობულეთობა

ქობულეთობა 2015

ქობულეთობა

ქობულეთობა 2015