ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება გრძელდება

სტიქიის მეორე დღე ქობულეთშისტიქიასთან ბრძოლის შტაბი ისევ საგანაგებო რეჟიმში მუშაობს, შტაბის წევრები ადგილზე გასვლით ეცნობიან არსებულ მდგომარეობას. სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ დილიდანვე სტიიქის შედეგად მიყენებულ ზარალის დათვალზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დაფიქსირებული დაიზიანებების მონაცემთა ბაზის დეტალური შესწავლა. დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით მუშაობს გეოლოგების ჯგუფი, მონაცემთა ბაზის შექმნა მუნიციპალიტეტში შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით ხორციელდება. ამ დროის მონაცემებით დაზიანების 1000 მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანი დაიტბორა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გელაურის დასახლებაშია, დასახლების თითქმის 90% დაიტბორა. გელაურში გვიან ღამემდე მუშაობდა ტექნიკა და დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურად მიმდინარეობდა. დღეის მდგომარებით სამუშაოები თითქმის დასრულებულია. წყლის ამოტუმბვა ხდებოდა სხვა უბნებშიც, წყლის მაღალი დონის გამო ვერ მოხერხდა მხოლოდ ჯავახიშვილის უბანში სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განახლდა მუნიციპალიტეტში სოფლებში. ცენტრალური სასოფლო გზების გაწმენდა გუშინ მოხერხდა, შიდა გზების გაწმენდითი სამუშაობები კი დღეს დილიდანვე დაიწყო. ამ ეტაპისთვის საგზაო დეპარატამენტის ორგანიზებით გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ლეღვაში, ალამბარში, აჭყვისთავში, ჭახათში, გვარასა და წყავროკაში მიმდინარეობს. სამუშაოები სოფლებში ეტაპობრივად ხორციელდება. სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი სოფელ ლეღავს, ქაქუთსა და აჭყვისთავს მიადგა.
ამ დროისათვის მოსახლეობას ელექტრო ენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. სასწავლო პრცესი სადენზინფექციო ღონისძიებების გატარების მიზნით ქალაქის N1 და N6 საჯარო სკოლებში, ქობულეთის N3, N5 და სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღებში არის შეჩერებული. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.
სტიქიის შემსწავლელი კომისიის წინასწარი პროგნოზით ზარალის ზუსტი ოდენობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხები თანხების გამოყოფა გამგებლისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდებიდან მოხდება.

12095238_1492665657726390_2121821206130445790_o 12068491_1492665931059696_9189090199032704826_o

ინფორმაციას ქობულეთის გამგეობის პრესცენტრი ავრცელებს.

დაწერე კომენტარი